ანა დოლიძე: საკონსტიტუციო კომისიის ყველა საკითხს თვალყურს ვადევნებთ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მართალია, პარლამენტის საკონსტიტუციო სხდომას პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ესწრება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროცესს თვალს ადევნებს.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციას კონკრეტული ცვლილებების პროექტთან შეხება ექნება, კომისიის მუშაობით უფრო ახლოდან დაინტერესდებიან.

„ყველა საკითხს თვალყურს ვადევნებთ. კომისიაში დღესდღეობით უამრავი ინიციატივა და საკითხია შესული. ჩვენს ფუნქციად მიგვაჩნია, რომ ვიყოთ ინფორმირებული, რა საკითხებს განხილვა მიმდინარეობს იქ იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. როგორც კი დაიწყება საკითხების დავიწროება, ანუ უკვე შეხება გვექნება კონკრეტულ ტექსტთან, კონკრეტულ ცვლილებების პროექტთან, ბუნებრივია, რომ ჩვენ უკვე ახლოს დავინტერესდებით და უკვე გვექნება შემუშავებული ჩვენი პოზიცია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

პარლამენტში საკონსტიტუციოს კომისიის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელები არ ესწრებიან.

Comments
Loading...