ანა დოლიძე თანამდებობას ტოვებს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის.

სავარაუდოდ, დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება, სადაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად ანა დოლიძე გააკეთებს

Comments
Loading...