ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომობილით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომობილით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაცია „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Comments
Loading...