ანი დარსალია – როგორც პატარა ერმა აუცილებლად უნდა მოუხმოთ ჭკუას და ვიყოთ დიპლომატები

“მე როგორც ქართველს მახარებს ძალიან ის ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა საქართველოში, მაგრამ ყველაზე მეტად მნიშნვნელოვნად რუსეთის მხრიდან ურთიერთდათბობის ყველაზე კარგი ნაბიჭი გადმოიდგა დღეს ქართველების მიმართ !
თუ გსურთ რუსეთუმე მეძახეთ, მაგრამ მე ვარ ქართველი რომელსაც ტკივა მისი სამშობლოს დაკარგული ტერიტორიები , ტკივა გაჭირვებული ქართველი ხალხი, ტკივა დაცლილი სოფლები და დანგრეული მეურნეობები, ტკივა ყველაფერი ის საშინელება რაც ქართველების თავზე 25 წლის განმავლობაში ტრიალებს, მაგრამ ჩვენ როგორც პატარა ერმა აუცილებლად უნდა მოუხმოთ ჭკუას და ვიყოთ დიპლომატები მეგობრის მანტიაში გადაცმულ და ღია მტრებთანაც !
დიდი იმედი მაქვს ჩვენი „მშიშარა“ ხელისუფლება,რომელიც მოქალაქეების მაგივრად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რეკომენდაციებს ითვალისწინებს მზგავს და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. ამჯერად მაინც რაიმე შეცდომას არ დაუშვებს და სწორ დიპლომატიურ სვლებს გააკეთებს რაც ქვეყნისა და მოსახლეობისათვის უკეთესი იქნება !
მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმაა დააფიქსირა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი პოზიცია და ჩემი მხრიდან როგორც მოქალაქისა და როგორც არასამათავრობო სექტორის წარმომადგენელი არ შემიძლია არ შევაფასო მისი ეს კომენტარი ხალხის პოზიციად !”

– აცხადებს “გაერთიანებული საზოგადოების” ლიდერი ანი დარსალია “MPRESS”-სთან საუბრისას

Comments
Loading...