ანი მიროტაძე – რუსეთის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია
.“შეგახსენებთ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ველოდებით, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. გამომდინარე იქედან, რომ ნორმალური და ცივილური ფორმაა – მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ზედმეტი შეზღუდვების გარეშე გადაადგილდებოდნენ და თუ ეს რუსეთის გამოძახილიცაა, ჩვენც მივესლმებით. უახლოეს დღეებში გამოჩნდება რუსეთის პრეზიდენტის განცხადება განცხადებად დარჩება თუ არა. ვინაიდან, კაგად იცით, რომ გამარტივებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ყველა შემდგომი ნაბიჯი დაკავშირებულია რუსეთის ქმედებებთნ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს. თუ, იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებიდან დაახლოებით მილიონი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. რუსეთის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია და დაველოდებით მათ შემდგომ ქმედებებს, რამდენად განხორციელებული იქნება ეს და დარჩება თუ არა მხოლოდ დაპირებად”, – განაცხადა მიროტაძემ.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში საქართველოს რუსეთთან რთული მდომარეობა აქვს.
“ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი მათ მიერ არის ოკუპირებული. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა და ძალიან კარგია გააზრებული თუ აქვს ეს. თუ რუსეთი არ ჩაერევა, ჩვენ არ გაგვიჭირდება თანამოქალაქეებთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერობის მოგვარება”, – აღნიშნავს ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, დღეს მოსკოვში მედიისთვის გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.