ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა

დიზაინერმა ნუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა. ახალ კოლექციას პრეზენტაციის სახით მილანში მდებარე ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში წარადგენს.
„ამ სეზონიდან ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი ხდება!

მილანის მოდის კვირეულის ორგანიზატორის, Camera Nazionale della Moda Italiana-ს გადაწყვეტილებით, ANOUKI მოხვდა რამოდენიმე ბრენდს შორის, რომლებიც ამ სეზონიდან შეუერთდებიან კვირეულს, როგორც მუდმივი წევრები” – ნათქვამია ბრენდის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ANOUKI ახალ, შემოდგომა/ზამთარი 2017-ის კოლექციას 27 თებერვალს, მილანში, ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში წარადგენს.

newposts.ge
Comments
Loading...