აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები საგარეჯოსა და გარდაბანში 22-23 აპრილს ჩაუტარდებათ

22- 23 აპრილს, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია ფართომასშტაბიანი გასვლითი ღონისძიებები რეგიონებში, მათ შორის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიებები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით, განხორციელდება 2016 წ. 22 და 23 აპრილს, კახეთის რეგიონში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), სადაც კონცენტრირებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტდება ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.
ღონისძებას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე გაუწევს.
ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.

22:04:2016 მისამართი: საგარეჯო , კახეთის ზატკეცილი №7 ყოფილი პროფტექნიკურის შენობა. – 2:00 საათიდან.
23:04:2016 გარდაბანი. “ჯეოჰოსპიტალსი”.

Comments
Loading...