აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აბორტი აკრძალა

აფხაზეთში აბორტი აკრძალეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, აფხაზეთის რეგიონალურმა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. “ბავშვები – ეს ნებისმიერი სახელმწიფოს საყრდენსა და მომავალს წარმოადგენს, ბავშვი – ეს ადამიანების რასის გაგრძელებაა, ანუ აფხაზეთის რასის გარძელება. კონსტუტციის თანახმად, აფხაზეთის ხელისფულება, ადამაინის დაბადების მომენტიდან მისი უფლებების დაცვის გარანტიას იძლევა”, – განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა. მისი თქმით, აღნიშნული კანონის დარღვევის შეთხვევაში, დამნაშავეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, გამონაკლისების გარეშე. კანონს, 35 დეპუტატიდან 25-მა მისცა ხმა, საიდანაც ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა არჩევანის დაფქსირებისაგან.

Comments
Loading...