აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო – კახა კუკავა

რუსეთის ხელისუფლებასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ ხელსუფლებას კახა კუკავა მოუწოდებს.

თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებისგან აქტიური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს და ამბობს, რომ ყველა ტექნიკური პროცედურა, რომელიც სავიზო რეჟიმის გასუქმებლადაა საჭირო, მცირე დროში უნდა მოგვარდეს.

კუკავა ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყება და აფხაზეთთან და სახმრეთ ოსეთთან მიმართებაში კომფედერაციული მოდელის განხილვა მოხდეს.

“პრეზიდენტ პუტინის პოზიცია არის რეალური პოზიცია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი კონკრეტულ სიტუაციაში და სხვა სიტუაციაში რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს კომფედერაციული შეთანხმების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ – აცხადებს კახა კუკავა.

Comments
Loading...