აფხაზი დიაკონი: “საქართველო სეპარატისტული ქვეყანაა” (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=RpoX_LSiHy8
აფხაზმა დიაკონმა დავით სარსანიამ ათონის მონასტერში გამართულ სახალხო-საეკლესიო კრებაზე განაცხადა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის სახელმწიფოს ნაციონალისტურ პოლიტიკას უჭერდა მხარს და სისხლიან ომებს არ აპროტესტებდა, მისი თქმით, აფხაზი ხალხი არასდროს თვლიდან თავს ქართული საპატრიარქოს ნაწილად და ეს მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელის საბჭოთა საქართველოს პერიოდში დაადგინეს: „საქართველოს და აფხაზურ ეკლესიებს შორის ურთიერთობას არ შეიძლება დავარქვათ მეგობრული და ძმური. ამის მიზეზი გახდა ის, რომ 1918 წელს და მიმდინარე მომენტამდე საქართველოს ეკლესია საქართველოს მთვრობის ნაციონალისტულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ქართული საპატრიარქო არასდროს გამოსულა სისხლიანი ომების შეწყვეტის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ქონდა 1992-93, 1998 და 2001 წელს , ასევე 2008 წელს სამხერთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ განხორციელებული აგრესიისას. მართლმადიდებელი, მრავალეროვნული აფხაზი ხალხი, არასდროს გრძნობდა თავს ქართული იერარქიების ნაწილად და საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერას… საქართველოს ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკურ მთლიანობას, და ამით საკუთარი სახელმწიფოს ნაციონალისტურ პოლიტიკას ყოველთვის ამართლებდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზი საზოგადეობა და ეკლესია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლებას არ აღიარებს და ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების წინაშე აპროტესტებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე“ – თქვა დიაკონმა დავით სარსანიამ.
შეგახსენებთ, რომ ათონის მონასტერში სახალხო-საეკლესიო კრება მაისის შუა რიცხვებში გაიმართა.

Comments
Loading...