აპოლიტიკური აქცია პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!23 აპრილს, შაბათს, 17:00-ზე კანცელარიასთან!


სოციალურ ქსელში პოლიციური ძალადობის მსხვერპლები განცხადებას ავრცელებენ :
პირველ რიგში გეტყვით აქცია აპოლიტიკურია!
ვერცერთი პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია აქციის ფარგლებში ვერ დაიწერს ქულებს!
აქვე გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას სამართალდამცავების მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ კვლავაც გავხდით ბევრი ფაქტის მოწმე პოლიციის მხრიდან ძალადობისა: თუ როგორ გაუსწორდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს, მოქალაქეებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავეს მოქალაქეები, პირებმა რომლებსაც ჩვენ ვუხდით ფულს იმისთვის რომ დაგვიცვან!
აქცია არ ეძღვნება კონკრეტულად რომელიმე დაზარალებულს, აქცია იქნება იმის გარანტი, რომ შემდგომში სხვა მოქალაქეებზეც არ განმეორდეს ის რაც გადაიტანეს მათ წინამორბედმა მოქალაქეებმა, ქუჩებში, განყოფილებებში და ა.შ
ყველას კარგად გვახსოვს, რამდენჯერაც დავხუჭეთ თვალი ძალადობაზე, იმდენჯერ უარესი და უარესი შედეგი მივიღეთ…ეს აქცია კეთდება ჩვენთვის უბრალო, კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის, რათა მომავალში მოვახდინოთ პრევენცია, სამართალდამცავების მხრიდან, მსგავსი არაკანონიერი ქმედებებისა…ყველას გელოდებით 23 აპრილს, შაბათს, 17:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ერთად მოვერიოთ ძალადობას.

Comments
Loading...