არ დავწერ, არ დავეხმარები ჭკუასუსტ წულუკიანს და ზონდერ სასამართლოს – ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას;
უარესსაც ველოდით რას, არ დავწერ, არ დავეხმარები ჭკუასუსტ წულუკიანს და ზონდერ სასამართლოს“
„ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ვმუშაობთ ისე, როგორც საჭიროდ ვთვლით. არაფერი განსაკუთრებული და ჩვენთვის მოულოდნელი არ მომხდარა. მეტიც, უარესსაც ველოდით (რას, არ დავწერ. არ დავეხმარები ჭკუასუსტ წულუკიანს და ზონდერ სასამართლოს). ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვამზადებთ საკასაციო საჩივარს. არჩევნები ჩატარდება „რუსთავი2“-თან ერთად. ისეთთან, როგორიც დღესაა. გმადლობთ ყურადღებისთვის.“ – წერს ნიკა გვარამია.

Comments
Loading...