“არ გამოტოვო” ტელევიზია SDASU TV სტუდენტებისთვის
დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ,სტუდენტური ტელევიზია- sdasu Tv დაარსდა,რომელიც უკვე ერთი წელია ქართულ ტელესივრცეში საინტერესო გადაცემებით თავს იმკვიდრებს.
old.mpress.ge სდასუ tv ს ერთ-ერთი გადაცემის წამყვანებს, თიკო ბარათაშვილს
ხატია ნოქარაშვილს,გვანცა გიგიტაშვილს ხატია გურჩიანსა და ნინო ცინცაძეს გაესაუბრა,რომლებიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან და უკვე სდასუ tv ზე საკუთარი საავტორო გადაცემის წამყვანებად გვევლინებიან.გადაცემა ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მოგვიყევით თქვენი გადაცემის შესახებ,რით არის იგი საინტერესო და რას სთავაზობთ ერთგულ მაყურებელს?
გადაცემა ,,არ გამოტოვო“ გასართბ-ანალიტიკური ხასიათის გადაცემა გახლავთ. რომელიც ყოველ სამშაბათს 19:00 საათზე გადის სდასუ.TV-ს ეთერში. იგი დაახლოვებით 30-40 წუთი გრძელდება. გადაცემაში განხილულია საზოგადოებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხები, როგორიცაა სატრანსპორტო მოძრაობის სისტემა, ბავშვთა აღზრდა, ქველმოქმედება, სტუდენტური აქტივობები, ბეჭდური მედიის პროფესიონალიზმი, ჟრნალისტთა სფეციფიკა და ა.შ.
გადაცემა ორი ბლოკისგან შედგება და სამ სიუჟეტს მოიცავს. მათ შორის თითეული გადაცემის განუყოფელი ნაწილია საზოგადოების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე.წ ,,ქუჩის გამოკითხვა“.
რა არის თქვენი მთავარი მიზანი,რა მესიჯი გსურთ გაუგზავნოთ მაყურებელს?
გადაცემა ,,არ გამოტოვოს“ მთავარი მიზანია განიხილოს ყველა ის საკითხი რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მიაწოდოს აუდიტორიას რეალური ინფორმაცია.
ვინ არიან თქვენთვის საყვარელი რესპოდენტები?
გადაცემის საყვარელი რესპოდენტები გახლავთ: ჟურნალ თბილისელების მთავარი რედაქტორი ალბატონი ნინო ხაჩიძე, საქართველოს სატრანსპორტო ფედერაციის პრეზიდენტი და საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, ფსიქოლოგი ნოდარ სარჟელაძე, ფსიქოლოგი მაია ბოჭორიშვილი და კიდევ ბევრი ადამიანი, თითეული მათგანი საინტერესოა.