არ ჰოლში შემოქმედებითი ცენტრი “სამა” აფხაზეთისთვის მიძღვნილ საღამოს გამართავს
არტ ჰოლში ქართული ფოლკლორის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემოქმედებითი ცენტრი „სამა“ მართავს თემატურ საღამოს „ხელოვნება გზად, მეგობრობა ხიდად“ საღამო ეძღვნება აფხაზეთს. თემატური საღამოს იდეას მის დებულებას და მაშტაბურობას იწონებს და მხარს უჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქო.
ოფიციალურ ნაწილში სიტყვით მიმართავენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარე ბ/ნ ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ა/რ უზენაეს საბჭოს თავჯდომარე ბ/ნ გია გვაზავა, გურამ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბ/ნ დიმა ჯაიანი, ოფიციალური ნაწილი გაგრძელდება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრებით. ღონისძიების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობის და ზოგადად მომავალი თაობის როგორც სულიერი, ასევე რწმენისა და სამშობლოს სიყვარულის გაძლიერებაში, კიდევ ერთხელ ჩვენება იმის რომ ხელოვნება უკვდავია, მას ვერავითარი საზღვარი და ენობრივი ბარიერი ვერ აბრკოლებს….
2015 წლის 27 ნოემბერი 18:00 საათი ცოტნე დადიანის #26 საკონცერტო დარბაზი”არტ ჰოლი”.