„არ მინდა, შეხვედრა რეალითი შოუდ იქცეს“ – ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებს სახლში შეხვდება

შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალურ დირექტორს ლევან გაჩეჩილაძეს ტელევიზიის თანამშრომლები 21:00 საათზე შეხვდებიან.

გაჩეჩილაძის თქმით, მან შეხვედრის ადგილად საკუთარი სახლი იმიტომ შეარჩია, რომ ადამიანურ გარემოში მოხდეს საუბარი.

ლევან გაჩეჩილაძე არ ასახელებს, კონკრეტულად, რა თემები განიხილება აღნიშნულ შეხვედრაზე.

„თემა იმდენად სერიოზულია, რომ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა შეუძლებელია. იმდენი ნიუანსი აქვს ადამიანურ ურთიერთობას, იურისპრუდენციას, კანონიერების საკითხებს, საქმის გადაბარებას და იმდენად სერიოზულია ეს თემა, ურთულესია, მაშინ რეალითი შოუ უნდა მოაწყოთ ტელევიზიებმა, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა ხდება და როგორ ხდება.
მართლა ჩვეულებრივი კერძო კომპანიაა და მიდის ხან დავა, ხან კონსტრუქციული ურთიერთობა სხვადასხვა საკითხებზე.
აქედან გამომდინარე, ჟურნალისტი იქნება თუ ტექნიკოსი, ყველას თავისი პრობლემა აქვს, თავისი საკითხი, თავისი განცდა აქვს და ავირჩიეთ ჩემი სახლი, იმიტომ, რომ ეს ადამიანურ ურთიერთობაში მოხდეს და არა რეალითი შოუდ იქცეს
“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„მაესტროს“ ყოფილ დირექტორს ბაია გადაბაძეს არ აქვს ინფორმაცია, აპირებენ თუ არა ჟურნალისტები ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე მისვლას.

წყარო:info9.ge

Comments
Loading...