“არ შეუძლია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება,”-სააკაშვილი პუტინს პასუხობს
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებას, სადაც მას რუსეთის პრეზიდენტმა ავანტიურისტი უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქმედებებს საქართველოს დანაწევრება მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას საკუთარი facebook-ის გვერდზე აქვეყნებს:
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად პუტინმა როგორც ყოველთვის მახსენა. არ შეუძლია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება, მას ძალიან არ მოსწონს ჩემი საქმიანობა უკრაინაში და მე მისი მესმის. თუ ჩვენ კორუფციას უკრაინაში ხერხემალში გადავტეხავთ და სერიოზულ რეფორმებს გავატარებთ, მთელი მისი სიცრუის იმპერია დაიშლება ბანქოს სახლივით. პუტინმა კიდევ ერთხელ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როდესაც მე სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს. მხოლოდ ჩემთან მიმართებაში იმდენი ტყუილი აქვს ნათქვამი, რომ მალე ცხვირზე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდება რომ არ გაეზარდოს,“-წერს მიხეილ სააკაშვილი.