“არანაირი ჩანაწერი არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდე რას აპირებს ადეიშვილი და გვარამია”

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “მაესტროს” კონტაქტში ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

“მე არაფერი ჩანაწერი მჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდე რას აპირებს ადეიშვილი და გვარამია. ისეთი შეურაცხყოფა ამ პროფესიისთვის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ წარმოუდგენელია. გვარამია რას წარმოადგენს გუშინწინ ვნახეთ ეთერში. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელზეც ისინი აპელირებენ, ასეთ ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა ის არხი დამთავრდებოდა. ეს არის მარაზმი, რაც “რუსთავი 2”-ზე ხდება. სამწუხაროდ ქართული პრესა განსაკუთრებული ჟინით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ რუსთავი 2 არის მედია. “რუსთავი 2″ მედია არ არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული დაწესებულებაა, რომლის მესაკუთრე არის მიხეილ სააკაშვილი. ის ყველა ხერხით ცდილობს ქვეყნის დაქცევას”-განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

exclusivenews.ge

Comments
Loading...