არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, კორუფციული გარიგების ბრალდებით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.

დაკავების მიზეზებზე საკრებულოში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით კი, დაკავების მიზეზი ქრთამის აღება გახდა.

საკრებულოს შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები უცნობია.

წყარო:info9

Comments
Loading...