არსენი იაცენიუკი: მიშა საქართველოში ასეთი წარმატებული თუ იყო, უკან რატომ ვერ ბრუნდება?

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ პრემიერი უკრაინელ ოლიგაქებს, კერძოდ, იგორ კოლომოისკის ხელს უწყობს. იაცენიუკმა გამოცემა „პოლიტიკო”-სთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები „მიშას დადგმული სპექტაკლია”.

„მიშა საქართველოში ასეთი წარმატებული თუ იყო, მაშინ ამიხსენით, უკან რატომ ვერ ბრუნდება? რა მოუვიდა სასამართლო სისტემის რეფორმირებას საქართველოში?” – განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

Comments
Loading...