აშენდება თუ არა ხუდონჰესი? – კალაძე და მირცხულავა პროექტის შესახებ

კახი კალაძის განცხადებით ხუდონჰესი აშენდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინდური კომპანია “ტრანსელექტიკას” დირექტორის დავით მირცხულავას თქმით კი, ამ ეტაპზე ხუდონჰესის პროექტი შეჩერებულია და ის არც წელს და სავარაუდოდ, არც მომავალ წელს არ აშენდება. 

“ამ ეტაპზე ხუდონჰესის აშენება არ განიხილება. ეს პროექტი წელს არ აშენდება და ვფიქრობ, არც მომავალ წელს”, – განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას დავით მირცხულავამ.

თუმცა, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება.

”მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

infonews.ge

Comments
Loading...