აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სატელევიზიო გამოსვლას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სატელევიზიო გამოსვლას გეგმავს, რომლის დროსაც ყურადღებას გაამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ამერიკელების უსაფრთხოება და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა.

რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, გამოსვლა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება, რომლის დროსაც ბარაკ ობამა შეეცდება ამერიკელების დამშვიდებას იმ სროლების გამო, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში მოხდა და 14 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა. აღნიშნულ ფაქტს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს.

Comments
Loading...