აშშ-ის სპეცსამსახურები ე.წ. “ტრამპის დოსიეს” ზოგიერთ ფაქტს ადასტურებენ

CNN-ის ცნობით, აშშ-ის საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 35 გვერდიან ე.წ. “ტრამპის დოსიეში”, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა შეადგინა, ზოგიერთ ფაქტზე მტკიცებულებები უკვე მოპოვებულია.

მათი განცხადებით, ეს არ შეეხება ე.წ. ინტიმურ და უხამს საკითხებს, რომელიც დოსიეშია მოყვანილი. აქ საუბარია რუსი მაღალჩინოსნების მოლაპარაკებებზე, რომლებიც ადასტურებენ დაზვერვის მოხსენებაში აღნიშნულ შეხვედრებს. არსებობს მრავალი ფაქტი რუსი მაღალჩინოსნების საუბრებზე რუსეთის მოქალაქეებთან.

გამომძიებლები არ ამჟღავნებენ არც საუბრების შინაარსს, არც მათი მოპოვების ხერხებს, თუმცა, აცხადებენ, რომ ზოგიერთი მათგანი სრულად ემთხვევა დოსიეში მოყვანილ ადგილებს, გვარებსა და თემებს. ასევე, დასტურდება ის ფაქტიც, რომ რუსეთის მოქალაქეები აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰილარი კლინტონს დააზარალებდა და დონალდ ტრამპისთვის ხელსაყრელი იყო.

წყარო

Comments
Loading...