ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს.
როგორც აშშ-ს უსაფრთხების ახალმა მინისტრმა ჯონ კელიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, კედლის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება.
ჯონ კელის თქმით, შესაძლოა, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ვირტუალური კედელი გაკეთდეს, რაც აღნიშნულ ადგილებზე მაღალტექნოლოგიური კამერების დამონტაჟდებას ითვალისწინებს.
აშშ-ის უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა მალე დაიწყება, თუმცა მას შემოსავლის წყარო და თანხის მოცულობა არ დაუკონკრეტებია.