აშშ საქართველოში არსებული სკოლების რემონტისთვის 54 მილიონს იხდის
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არსებული სკოლების სარეაბილიტაციოდ 54 მილიონ დოლარს გაიღებს. ამის შესახებ ამერიკის საელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლას, განსაკუთრებით რეგიონებში, დახმარება სჭირდება. ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის $54 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის!” -ნათქვამია საინფორმაციო განცხადებაში.