აშშ–ში რუს დიპლომატებს ქვეყანაში გადაადგილება შესაძლოა კიდევ უფრო შეეზღუდოთ
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც რუსეთის საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ მთავრობისთვის შეტყობინებას ავალდებულებს.
აშშ–ის კონკრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს დაზვერვის ფედერალურ სამსახურსა და ეროვნული დაზვერვის სამსახურთან ერთად „დაადგინოს აშშ–ის ტერიტორიაზე აკრედიტებული რუსული დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების თანამშრომლებისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ მთავრობისათვის სავალდებულო შეტყობინების რეჟიმი“.
დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს ასევე ავალდებულებს, ყოველკვარტალურად მიაწოდოს კონკრესის პროფილურ კომიტეტებს წერილობით მიაწოდოს რუსეთის დიპლომატების მხრიდან შესული განაცხადების ანგარიში.
დოკუმენტით დადგენილი ნორმები, რომლის დამტკიცებას ჯერ სენატისა და პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება, მიღებიდან 90 დღის შემდეგ ამოქმედდება.
ამ ინიციატივას საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კანონპროექტის ახალ ვარიანტში შეცვლილია 30 ნოემბერს მიღებული წინა ვერსია, რომლის მიხედვითაც რუს დიპლომატებს თავისი ოფისებიდან 40 კილომეტრის რადიუსით შეტყობინების გარეშე შეეძლოთ გადაადგილება.
ამერიკის ხელისუფლების ახალი წინადადება რუსეთის საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოიწვია, განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ახალი შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში ზახაროვა რუსეთში აშშ–ის დიპლომატების მისამართით ანალოგიური შეზღუდვების შემოღებით დაიმუქრა.
მისი თქმით. ახალი ინიციატივის მიზანია, ხელი შეუშალონ რუსი დიპლომატების ნორმალურ მუშაობას აშშ–ის ტერიტორიაზე.