აჭარის ა/რ მთავრობა ”ნაციონალურ მოძრაობას” სიცრუეში ადანაშაულებს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, რ. ხარაზის განცხადების პასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქმე გვაქვს საზოგადოების განზრახ სიცრუეში შეყვანის მცდელობასთან. მის მიერ მოყვანილი ციფრები არ შეესაბამება სინამდვილეს”, – ნათქვამია აჭარის ა/რ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

“აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ჯამში შეადგენდა 3 545 000 ლარს. თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით წლის ბოლომდე დაგეგმილია ბიუჯეტის 195 000 ლარით შემცირება. სულ, 2016 წელს გაწეული ხარჯები შეადგენს 2 685 706 ლარს, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასი, ოფისის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ტრანსპორტის, ტექნიკის, იარაღის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა ხარჯები. რაც შეეხება ხელფასსა და პრემიას. მიმდინარე წელს ხელფასისა და დანამატის სახით გაცემულია 1 878 790 ლარი; პრემიის სახით – 308 640 ლარი;

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რ. ხარაზის მიერ მოყვანილ საანგარიშო პერიოდში, 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ ჯამში შეადგინა არა თუ 2 მილიონ ლარზე მეტი, არამედ 308 640 ლარი. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს პრემიით არცერთხელ არ უსარგებლიათ. აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის ბიუჯეტი საჯარო დოკუმენტია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გამოთხოვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წყარო :  marshalpress.ge

Comments
Loading...