ავსტრალიაში მძიმეწონიანი ბავშვი დაიბადა. ინტერნეტგამოცემა The West Australian-ის ინფორმაციით, 37 წლის ნინა თასელმა საკუთარი სახლის ფოიეში იმშობიარა.
ქალს მშობიარობა სწრაფად დაეწყო. შესაბამისად, მისი კლინიკაში გადაყვანის დრო აღარ იყო და მეუღლის, ადამის დახმარებით იმშობიარა.
ახალშობილი ბიჭი, რომლისთვისაც მშობლებს სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, 5 კილოგრამსა და 95 გრამს იწონის, სიგრძეში კი 59 საინტიმეტრია.
დაბადებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, რომელმაც დედა და ახალშობილი კლინიკაში გადაიყავნა.
მეანგინეკოლოგის თქმით, ასეთი დიდი წონის ბავშვის სახლის პირობებში გაჩენა საკმაოდ სარისკო იყო, თუმცა მოხარულია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
როგორც გამოცემა იტყობინება, წყვილისთვის ეს მეოთხე შვილია. სამი წლის წინ, მათი მეორე შვილი ლუკასიც სამშობიაროში მიყვანამდე, მანქანის წინა სავარძელზე გაჩნდა. მაშინაც ქალს მშობიარობაში მეუღლე დაეხმარა.