“ბადრი კოჭლამაზაშვილი არის თაღლითი, მექრთამე”
კორტების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის ოჯახის წევრი ელენე ცააძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებას ეხმაურება:
“ჩემი აზრი უკვე დიდი ხნის წინ არის დაფიქსირებული და უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი არის თაღლითი, მექრთამე. არა მხოლოდ ე.წ ”კორტების საქმეში” არამედ ძალიან ბევრ სხვაშიც. სამარცხვინო განაჩენი ქრთამის აღების სანაცვლოდ, ბოსელი და არა სასამართლო! ადამიანს რომელსაც აქვს ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი, რომ მისი იარაღიდან ტყვია არ გავარდნილა, განაჩენში უწერენ, რომ იქნებ ვინმეს ეთხოვა და სხვისი იარაღით ისროლაო. არ მაქვს საუბარი მხოლოდ გიორგი ცააძეზე. ასევე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც დაადანაშაულეს ხუბულოვზე შურისძიებისთვის ჩატარებულ ”სისხლიან” სპეცოპერაციაში. ადამიანზე რომელმაც საკუთარი ძმა გამოკეტა ყველაზე არაადამიანური პირობების მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ედავებიან, რომ თურმე სწორედ ამ ძმის გამო ჩაატარა სპეცოპერაცია. გამაგებინეთ ხალხო გთხოვთ. ფირცხალავა ესეთი პროფესიონალი მკვლელი თუა რატომ არ მოიშორა ხუბულოვი ზედმეტი პრობლემების გარეშე, რატომ პირდაპირ კორტებთან, ამდენი ხალხის თვალწინ. და ერთიც! ცააძე თუ ესეთი ქილერია რატო მესამე, ფუთურიძეც არ
მიაყოლა, მესამეზე ღმერთი დამსჯისო გაახსენდა? კიბატონო, სასამართლოს
ამაზეც აქვს პასუხი: ”შესაძლოა ვერ დაინახა” ეს სიტყვები პირდაპირ ოფიციალური განაჩენის ფურცელში წერია. ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო!
პ.ს. ნიკა გვარამიასგან გაზიარებულ სტატუსს სიმბოლურად იმასაც დავამატებ, რომ კოჭლამაზაშვილის ძმა პროკურორია და უცებ შეიძლება ძმა ოჯახის წევრი არ აღმოჩნდეს :)”