ბაგებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისში, ბაგების ე.წ. სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

Comments
Loading...