“ბანკები ჩამოიშორებენ კონკურენტებს და გახდებიან საქართველოს ერთპიროვნული მფლობელები”

2014 წლიდან მოყოლებული, ბანკებს არაპროფილური ბიზნესი ხელიდან არც გაუშვიათ. საბანკო სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ მსგავსი საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს და ამაზე პასუხისმგებლობას სებ-ს აკისრებენ. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, კომერციულ ბანკებს ისეთ საქმიანობაში აქვთ ცხვირი ჩაყოფილი, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს. ფაქტობრივად, არ არის დარჩენილი დარგი, სადაც ბანკების ქოლგის ქვეშ მომუშავე კომპანიები “წარმატებით არ მუშაობდნენ”.

ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის პროცესის მე-2 ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტმა ქუთაისში, გასვლითი სხდომის დროს განაცხადა. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ დეტალები კანონპროექტის სებ-ში დამუშავების შემდეგ გაცხადდება.

მას არ დაუკონკრეტებია, ცვლილებების შესახებ საბანკო სექტორს უკვე აქვს თუ არა ინფორმაცია. გვენეტაძემ, უბრალოდ, აღნიშნა, რომ აპირებენ, საკითხები ინდუსტრიასთან ერთად განიხილონ, თუმცა საბანკო სექტორი იგულისხმება, სამშენებლო, ჰოსპიტალური, ფარმაცევტული თუ ენერგეტიკული, ეს უცნობია. ჩამოთვლილი დარგების მიმართულებებია, სადაც ბანკები პირდაპირ ან შვილობილი კომპანიებით არიან წარმოდგენილი.

ბანკების სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბანკებისა და ბიზნესის გამიჯვნის მოლოდინი არ აქვს, რადგან კომერციული ბანკები სხვადასხვა ბიზნესის ერთპიროვნული მმართველები არიან. ეროვნული ბანკი კი მათ მიმართ შემწყნარებლურ პოზიციას ინარჩუნებს.

ambebi.ge

Comments
Loading...