ბარამიძე – მოწმის დაკითხვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მოსამართლის მიერ

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ მოწმეს მხოლო მოსამართლე უნდა კითხავდეს. ეს, როგორც დეპუტატი მიიჩნევს, პროკურატურის მიმართ ბრალდებების საფუძველს მოხსნის.

„ჩვენი ხელისუფლების დროს, მივიღეთ ეს კანონი, მაგრამ მაშინ იყო გადავადებული და ახლა, ამ ხელისუფლებამ ერთხელ გადაავადა და კიდევ უნდა, გადაავადოს, რომ მოწმის დაკითხვა ხდებოდეს მხოლოდ მოსამართლის მიერ. დამთავრდება ეს ამბავი, რომ პროკურატურაში ზეწოლაა, პროკურატურაში ძალით, ვიღაცას რაღაც ათქმევინეს, დააძალეს და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი დამთავრდეს“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

Comments
Loading...