ბარაქ ობამა – ჩემი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა ათიათასობით ტერორისტი გაანადგურეს

ბარაქ ობამა – ჩემი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა ათიათასობით ტერორისტი გაანადგურეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ ბარაქ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ.ისლამური სახელმწიფო განადგურდება.

„ჩვენ ათიათასობით ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის უსამა ბენ ლადენი. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც თავში ჩვენ ვუდგავართ, მათი ლიდერებიც გაანადგურა“, – აღნიშნა ობამამ ჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას.

„ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება და ვინც საფრთხეს უქმნის აშშ-ის, თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობს“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...