ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს…

32 წლის გერმანელი ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანელისა და ინგლისური „მანჩესტერ იუნაიდეტის“ გზები გაიყარა და ფეხბურთელი MLS-ის კლუბ Chicago Fire-ში ითამაშებს.
ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკული გამოცემა Chicago Tribune ავრცელებს.

შვაინშტაიგერმა ახალ კლუბთან კონტრაქტს 1+1 წლიანი სისტემით მოაწერა და გასამრჯელოს სახით, ყოველწლიურად 4,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბასტიან შვაინშტაიგერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მას შემდეგ დაკარგა, რაც კლუბში სამუშაოდ პორტუგალიელი ჟოზე მაურინიო მივიდა. პორტუგალიელი სპეციალისტის მისვლის შემდეგ, გერმანელმა ინგლისური კლუბის მაისური ოთხჯერ მოირგო, თუმცა აქედან სამი თამაში სკამზე გაატარა.

ახალ კლუბს 32 წლის გერმანელი 1 კვირაში შეუერთდება.

ipress.ge

Comments
Loading...