ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა კიდევ ექვსი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულების წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით აღიძრა.
აღნიშნული მუხლები მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
„მიმდინარეობს სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – აცხადებენ შსს-ში.