ბათუმის ვიცე მერმა პარკში მსხდომ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გუშინ, ბათუმის ვიცე მერი სცემეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბაგრატ მანველიძემ ბათუმის პარკში მსხდომ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალაქის ვიცე მერმა ახლგაზრდებს თავდაპირველად შეაგინა, რის შემდეგაც სიტყიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
ფაქტი „გურიის მოამბეს„ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
ინცინდენტის ერთ მონაწილეს ბრალი უკვე წარედგინა.

წყარო: guriismoambe.com

Comments
Loading...