ბათუმში 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბათუმში 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა.

შემთხვევა გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მესამე კურსის სტუდენტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას კამათი ბიჭთან მოუვიდა.

Comments
Loading...