ბათუმში ახალგზარდა ქალს ეძებენ
ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გოგონა სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნდებულა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, უწყებაში ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქრისტინა ძნელაძე ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.
primenewsgeorgia.ge