ბათუმში აფეთქება მოხდა

ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც, სამი ბინა დაზიანდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყების ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოხდა, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Comments
Loading...