ბათუმში დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს, რომელიც ბათუმში წუხელ განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა, ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულს ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდება.

ბათუმში, გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა.

ჭეიშვილის განცხადებით, ქვა მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

Comments
Loading...