ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 15 პირია დაკავებული. დაკავებულ ექვს პირს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი, 3000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
რაც შეეხება გუშინ დაკავებულ რვა პირს, რომელთაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს, მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.