ბათუმში გარდაცვლილ დედა-შვილს, ელექტროენერგია 26 იანვრიდან, დავალიანების გამო არ მიეწოდებოდათ

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 14 ნომერში, იმ სახლს, სადაც დღეს გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს, ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, რომ მისამართზე, სადაც დედა-შვილი იპოვეს, დენის მიწოდება დავალიანების გამო, მათ 26 იანვარს შეუწყდათ.

დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, რის შემდეგაც, ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, შესაძლოა, დედა-შვილი გაიყინა, რადგან მათ ელექტროენერგია რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდათ.

დედა 75 წლის იყო, შვილი კი, 51 წლის.

Comments
Loading...