ბათუმში ქუინსი ჯონსი, ფროდიჯი, ლორენ ჰილი, მეისი გრეი და სხვა ვარსკვლავები კონცერტებს გამართავენ

შავი ზღვის რიგით მეათე ჯაზ-ფესტივალზე ბათუმში მსოფლიო მაშტაბის ვარსკვლავები – ქუინსი ჯონსი, ფროდიჯი, ლორენ ჰილი, მეისი გრეი, კრის ბრაუნი, მაილს ელექტრიკ ბენდი, ჯეიმი ქალამი და ნიკ ვესტი ჩამოვლენ.

„თიბისი გალერეაში“ ამ წუთებში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და „ისთერნ ფრომოუშენის” დირექტორი გიორგი კერესელიძე პრესკონფერენციას მართავენ.

წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ტარდება.

ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ის მეშვეობით 11 მაისიდან დაიწყება.

ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება.

ბილეთების მაქსიმალური ფასი 50 ლარი იქნება.

Comments
Loading...