„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი სავაჭრო ობიექტების ნაწილის მფლობელობასთან დაკავშირებით, საკუთარ განცხადებას განმარტას
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი სავაჭრო ობიექტების ნაწილის მფლობელობასთან დაკავშირებით, საკუთარ განცხადებას განმარტავს.
მაჭავარიანის თქმით, მას არ დაუკონკრეტებია, რომ სავაჭრო ობიექტების ნაწილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
„ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ ადამიანები, ქართველები ვართ და სირცხვილია ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდეს. აღვნიშნე, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობდა და სახანძრო უსაფრთხოებაც დაცული იყო. არ მითქვამს, რომ ობიექტების ნაწილი მას ეკუთვნის. ნეტავ, მართლა ასე იყოს. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა“, – აცხადებს გიორგი მაჭავარიანი „ინფო 9“-სთან საუბრისას.
„ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი სააქციო საზოგადოება “სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს” აქციათა რეესტრიდან ამონაწერის გამოქვეყნებასაც აპირებს.