„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი „სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს“ აქციათა რეესტრიდან ამონაწერს აქვეყნებს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი სააქციო საზოგადოება “სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს” აქციათა რეესტრიდან ამონაწერს აქვეყნებს.

მაჭავარიანმა აღნიშნული დოკუმენტაცია „ინფო 9“-ს მიაწოდა, რომლის თანახმადაც, სააქციო საზოგადოებას 93 აქციონერი ჰყავს. დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით არის შემდგენილი.

აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, “სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს” აქციათა ნაწილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ფლობს, რომლის შესახებაც, დღეს ინფორმაცია მედიის საშუალებით გავრცელდა.

„ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სავაჭრო ობიექტების ნაწილის მფლობელობასთან დაკავშირებით, მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება „ინფო 9“-სთან განმარტა.

მისი თქმით, მას არ დაუკონკრეტებია, რომ სავაჭრო ობიექტების ნაწილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

„ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ ადამიანები, ქართველები ვართ და სირცხვილია ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდეს. აღვნიშნე, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობდა და სახანძრო უსაფრთხოებაც დაცული იყო. არ მითქვამს, რომ ობიექტების ნაწილი მას ეკუთვნის“, – აცხადებს გიორგი მაჭავარიანი.

info9.ge
info9.ge

Comments
Loading...