„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად, საქველმოქმედო ანგარიში გახსნა.
ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:
ს.ს. ,,თიბისი ბანკი” GE48TB7503936020100002
ს.ს. ,,ვითიბი ბანკი” GE42VT6600030033003602
ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო” GE02HB0000000000593608
მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე, შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან – „მაგთიდან”, „ჯეოსელიდან”, „ბილაინიდან” – შემდეგ ნომერზე 0 901 901 959. ზარის ღირებულება 1 ლარია.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, შემთხვევის შედეგად დაზარალებულ თანამოქალაქეებს დაეხმარონ.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” 30 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც “ბავშვთა სამყაროს” სავაჭრო ცენტრში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.