ბერლინში, საშობაო ბაზრობიდან, სადაც სატვირთო ავტომანქანა შევარდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიცია ვარადუდობს, რომ მომხდარი ტერაქტია. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა იყოს.
პოლიციას გადაკეტილი აქვს მოედნისკენ მიმავალი გზები. არსებობს ინფორმაცია, რომ მომხდარის შედეგად, დაშავებულია ათობით ადამიანი.
ბერლინის ცენტრში, ზოოპარკის მიმდებარედ მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
წყარო: ინტერპრესნიუსი