ბესელია: არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრის დროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ინტერესდება, როცა საკონტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრების დროს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ კანონითა და კონსტიტუციით დადგენილ პროცედურას გაყვებიან, ეს ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა კონკრეტული პროექტის მომზადების შემდეგ, კონკრეტული საკონსტუტიციო ცვლილებების ირგვლივ იწყება.

“როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საბოლოო სახით დასრულებული არ არის და არ არის შესათავაზებელი ფორმით, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი ამ საჯარო შეხვედრის დროს“, – აღნიშნა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ დაწყებული კამპანიის – „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში კახეთში, სტუდენტებთან შეხვედრას მართავს.

Comments
Loading...