ბესელია: მოსახლეობის უსაფრთხოებასა და პირადი ცხოვრების დაცვას შორის ოქროს შუალედი ვიპოვოთ

ე.წ მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მარტამდე უნდა მიიღოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის თანხვედრა.

“დეკემბერში უკვე ჩავატარეთ კვლევა, სხვა ქვეყნების მოდელები ვნახეთ. ახლა ვამუშავებთ სწორედ ამ მოდელებს. იანვარში სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ინტენსიურად ვიმუშავებთ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, რომ თებერვლისთვის ცვლილებები იყოს მზად იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარტამდე დააწესა ვადა, რომ ცვლილებები მივიღოთ. მთავარია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი მოსახლეობის უსაფრთხოება და პირადი ცხოვრების უფლების დაცვა. გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროს ამ შუალედშივ იქნებით”,- აღნიშნა ბესელიამ.

IPRESS.GE
Comments
Loading...