„თუ მართლა ჰქონდა ადგილი კორუფციულ დანაშაულს , რაზეც ბატონი ელისაშვილი ლაპარაკობს, მაშინ ყველა დამნაშავე კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასეთი დანაშაული არ დადასტურდება , კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს თავად ბატონი ელისაშვილი! საინტერესოა , რატომ აუბა მხარი ბატონ ელისაშვილს „სკანდალურმა“ ელისო კილაძემ? რა კავშირია მათ შორის? ამ პროცესში კილაძის გამოჩენამ ბევრი რამ ცხადი გახადა, რადგან ყველამ იცის , ეს ქალი რას წარმოადგენს და თავისი ცრუ განცხადებებით , გამოგონილი ფაქტების ტირაჟირებით ვის ინტერესებს ემსახურება! დააკვირდით , ვინ ახმაურდა ელისაშვილის განცხადებების შემდეგ?- ნაციონალები და კილაძე!
კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბატონ ელისაშვილს არასოდეს შევხვედრივარ! საერთოდ , იმ პერიოდში, როცა ბატონი ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო მასთან არანაირი შეხება არ მქონია!“– აცხადებს ეკა ბესელია „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
წყარო “ასავალ-დასავალი”
Next Post
Comments