ბესელია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, ამ პროცესში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ჩართვა არარელევანტურია. ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მიმართვაზე გამოძიება დაწყებულია. დეპუტატის მოსაზრებით, სახელმწიფოს ამ საკითხისადმი ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. ბესელია აცხადებს, რომ ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და დადასტურდება მასალის ავთენტურობა, წყარო და სხვადასხვა გარემოებები, რომელიც შემდგომი რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს. „ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს“, – აღნიშნავს დეპუტატი. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიმართვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დანიშვნას ითხოვენ.

Comments
Loading...